5 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა სმენის ცენტრში

სმენის ტექნოლოგიებზე დასმული კითხვები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ნაკლებად ინფორმირებულები არიან სმენის აპარატებთან მიმართებაში და მის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. მომხმარებლებს უწევთ5 top questions ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა, სანამ სმენის ტექნოლოგიების ტარებას დაიწყებენ. სმენის ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ბოლო წლებში საკმაოდ დიდი მიღწევებია და მომავალშიც სასიამოვნო სიახლეები გველის ისევე, როგორც ტექნიკის სხვა სფეროში. სმენის აპარატები ბევრად განსხვავდებიან ძველი მოდელებისგან როგორც ფუნქციურად, ასევე დიზაინით.

გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ყველაზე ხშირად დასმული 5 კითხვა, რომლითაც სმენის ცენტრში ინტერესდებიან.

აუარესებს თუ არა სმენის აპარატი სმენას და ხდება თუ არა მომხმარებელი მასზე დამოკიდებული?

სმენის აპარატის გამოყენება კავშირში არ არის სმენის დაქვეითებასთან. სმენა შეიძლება გაუარესდეს ან არ შეიცვალოს, მიუხედავად იმისა პიროვნება ატარებს თუ არა აპარატს.

სმენის აპარატების საშუალებით ტვინს მიეწოდება ხმოვანი სიგნალები. ტვინი იღებს ამ სიგნალს და ახდენს მათ დამუშავებას. როგორც კი ადამიანი დაუბრუნდება ნორმალურ სმენით მდგომარეობას, მას არ სურს, აპარატების გარეშე ყოფნა და “წვალება”. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას აპარატებმა დაუქვეითა სმენა ან გახდა რამეზე დამოკიდებული. სმენის აპარატების მომხმარებლებს სურთ, შეძლონ ნორმალურად ფუნქციონირება, რის საშუალებასაც სმენის ტექნოლოგიები იძლევა.

რამდენი წელი უნდა ატაროს მოხმარებელმა სმენის აპარატები?

ხანდახან სმენის აპარატები ჰგონიათ სამკურნალო საშუალება, რომლის რამოდენიმე წლიანი გამოყენება აღუდგენს მომხმარებელს სმენას. როგორც სათვალე ეხმარება პიროვნებას, დაინახოს უკეთ, ასევე სმენის აპარატები აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, გაიგონოს უკეთესად. სწორად მორგებული ხარისხიანი აპარატები მაქსიმალურ სმენით კომფორტს უქმნის მომხმარებელს, რისთვისაც სმენის ტექნოლოგიები ყველაზე საყვარელი ნივთია მომხმარებლისთვის.

რა საჭიროა 2 აპარატი, თუ ერთითაც შესაძლებელია გაგონება?

რატომ აქვს ნორმალური სმენის ადამიანს დისკომფორტი თუ ცალი ყური დაუგუბდება? ადამიანს 2 ყური იმისთვის აქვს, რომ შეძლოს სრულყოფილად გაგონება, ისევე როგორც ორი თვალი, რომ კარგად დაინახოს. ერთი აპარატის შემთხვევაში მომხმარებელს უჭირს სიტყვების გარჩევა, არის დაძაბული და ასევე უჭირს იმის გაგება, თუ საიდან მოდის ხმა.

მხოლოდ ხანდახან მიჭირს საუბრის გაგება, რატომ მჭირდება აპარატი?

ძალიან ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ აპარატი მხოლოდ მაშინ ჭირდებათ, როცა უკვე შეუძლებელია მათთან კომუნიკაციის დამყარება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა აპარატი საერთოდ უშედეგო აღმოჩნდეს ან ჰქონდეს ნაკლები შედეგი. აპარატი რეკომენდებულია მაშინათვე, როგორც კი მცირე დაქვეითება დაუდგინდება პაციენტს. კვლევების თანახმად, ასეთი ადამიანი ვერ იგებს კომუნიკაციის 25-40%-მდე სხვადასხვა მოსასმენ გარემოში.

რატომ არ შეიძლება აპარატის შეძენა სხვა ოჯახის წევრის მიერ მომხმარებლის სმენის ცენტრში მოსვლის გარეშე?

სმენის ტექნოლოგიების პირდაპირ შეძენა დახლიდან თუ საიტიდან დაუშვებელია. დაქვეითების ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და შეუძლებელია ერთი აპარატი მოირგოს ყველამ. სმენის ინდივიდუალური დაქვეითება სპეციალური შემოწმების შემდეგ გამოისახება აუდიოგრამაზე. თუმცა მხოლოდ აუდიოგრამაზე დაყრდნობით შეუძლებელია აპარატის მორგება. მომხმარებელს სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტმა უნდა მოარგოს მის აუდიოგრამაზე აწყობილი სმენის აპარატი და დამატებით დაარეგულიროს იგი მაქსიმალური სმენითი კომფორტის მისაღწევად. სმენის ტექნოლოგიების მორგების შემდეგ მომხმარებელი აკვირდება რეაბილიტაციის პროცესს და ახდენს სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტთან ერთად ცვლილებების შეტანას.

სმენის ცენტრი Starkey Georgia

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

599 99 71 05; 598 25 81 56

4 comments

  1. iosebidzis q. 20's avatar

    zalian kargia.magramra jdeba esyvelaferi,rom mgargon smenis aparati.

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      გამარჯობა, სმენის ტექნოლოგიების მორგება და გატესტვა არის უფასო. თუ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ შეძენასთან დაკავშირებით, აპარატები ფასიანია. ფასები სხვადასხვაა სმენის დონისა და პიროვნების ცხოვრების სტილის მიხედვით. დეტალებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 599 99 71 05 ან 598 25 81 56

      Like

  2. ლიანა's avatar

    ძალიან გამიხარდა ამ ინფორმაციის გაგება.მაინტერესებს როდემდე გრძელდება უფასო შემოწმება?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო ლიანა, ჯერჯერობით გრძელდება, შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ ვიზიტისთვის

      Like

Leave a reply to hearingingeorgia კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.