
სარა ივერმის მეგობარმა შესჩივლა, რომ მის გოგონას არ მოსწონს სმენის აპარატით სკოლაში სიარული. მან მეგობარს ურჩია, შესაბამისი სტიკერებით გაეფორმებინა სმენის აპარატი.
ეს სიტუაცია განსაკუთრებით მტკივნეული იყო სარასთვისაც, რადგანაც მის ვაჟს ფრედისაც დაქვეითებული აქვს სმენა ცალ ყურში, მეორეში კი სრული სიყრუე აქვს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისიც ატარებს სმენის აპარატებს, რამაც განაპირობა სარას იდეის შექმნა. ის აფორმებს სმენის აპარატებს საბავშვო გმირების სტიკერებით. სარა ცნობიალია, როგორც სუპერ დედა.
მას უკვე აქვს სმენის აპარატების გაფორმების საიტი mylugs , სადაც იყიდება ყველაფერი ადამიანი ობობადან დაწყებული ბეტმენით დამთავრებული.

ამგვარად გაფორმებული სმენის აპარატები თავდაჯერებულობას მატებს ბავშვებს, ატარონ აპარატები. ისინი ისე თვალწარმტაცად არიან გაფორმებულები, რომ ბავშვებს უჩნდებათ სურვილი, სხვებმაც ნახონ მათი აპარატები საბავშვო გმირებით. სარამ ნამდვილად მიაღწია თავის მიზანს, ბავშვები ვეღარ აცნობიერებენ, რომ მათ სმენის აპარატები უკეთიათ.
წყარო: http://bit.ly/UNILAD_article