სმენის ტექნოლოგიებს შეჩვევა სჭირდება

გახსოვთ თქვენს მიერ ბოლოს შეძენილი ახალი ფეხსაცმელი? როდესაც ის თქვენ მაღაზიაში მოისინჯეთ, კარგად გქონდათ, მაგრამ მათი მთელი დღე ტარების შემდეგ ფეხები აგტკივდათ, წყლულებიც გაგიჩნდათ და რაღაც დროის განმავლობაში თქვენი ძველი ფეხსაცმელი ინატრეთ. გახსოვთ?

მსგავსია სმენის ტექნოლოგიის პირველი მორგებაც. თქვენ შესაძლოა ყურის ქავილი დაგეწყოთ, გაგიოფლიანდეთ ან განსხვავებულად იგრძნოთ თავი. პირველივე დღის ბოლოს აღარ გინდათ, რამე გედოთ ყურში.

ეს სავსებით ნორმალური რეაქციაა. მოდით, ვისაუბროთ სმენის ტექნოლოგიების მორგების განსხვავებულ ხერხებზე. რისი გაკეთება შეგიძლიათ მისგან კომფორტისა და რეალური მოლოდინის მისაღებად.

სმენის ტექნოლოგიის ტიპს მნიშვნელობა აქვს

სმენის ტექნოლოგიების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ისინი, რომლებიც კეთდება ყურს უკან (სტანდარტული) და ყურში (პიროვნების ყურის მიხედვით ჩამოსხმული). დავიწყოთ ყურშიდა ტექნოლოგიებით.

ყურშიდა სმენის ტექნოლოგიები ჩამოსხმულია სპეციალურად თქვენი ყურისთვის. ყურში რაიმეს გაკეთება თავიდან უცნაურ შეგრძნებას იწვევს. მაგრამ თუ ფიზიკურ დისკომფორტს გრძნობთ, ტკივილს, სასწრაფოდ უნდა აცნობოთ თქვენს სმენის სპეციალისტს. სპეციალისტს შეუძლია სმენის ტექნოლოგიების ფორმის შეცვლა და მისი ზუსტად მორგება.

რაც შეეხება სტანდარტულ სმენის ტექნოლოგიებს, მისი ერთი ნაწილი იქნება მოთავსებული ყურს უკან, რომელიც დაკავშირებულია ყურში შემავალ პატარა ბალიშთან წვრილი მილით. ყურის ბალიშები სხვადასხვა ზომის არსებობს. თუ ის დისკომფორტს შეგიქმნით, სმენის სპეცილისტს შეუძლია შეგიცვალოთ ის სხვა ზომის ბალიშით, რომელიც კომფორტული იქნება თქვენთვის. სმენის სპეციალისტმა შესაძლოა გირჩიოთ სპეციალურად თქვენი ყურის ფორმის ჩანართის დამზადება, რომელიც უფრო მეტ კომფორტს უზრუნველყოფს და კარგად ერგება ყურს.

ზოგიერთი ადამიანი თავიდანვე რეაგირებს ყურს უკანა აპარატზე, ან მილზე რომელიც მათ ყურებს ქვემოთ ჩამოდის. თქვენს სპეციალისტს შეუძლია უზრუნველყოს, რომ მილის სიგრძე იყოს სწორი ზომის, რომ ფორმა ყურში იჯდეს კარგად და არ აღიზიანებდეს კანს.

მიეცით საკუთარ თავს დრო

ახალი ფეხსაცმელების მსგავსად, სმენის ტექნოლოგიებს შეჩვევა სჭირდება. შეგუებისთვის საუკეთესო გამოსავალია ტექნოლოგიების ხშირი ტარება. დღეში 6-8 საათი მაინც უნდა ატაროთ, რომ შეეჩვიოთ.

თუ სმენის ტექნოლოგიები მორგებისთანავე არაკომფორტულია, დარწმუნდით, რომ ის სწორად არის ჩასმული ყურში. გამოიღეთ და თავიდან ჩაიდეთ. ზოგიერთი ადამიანი სარკის წინ უფრო ადვილად ახერხებს მის მორგებას, ზოგიერთი ცოტაოდენ საბავშვო ზეთს ისვამს ყურზე, რათა ადვილად შეაცუროს სმენის ტექნოლოგია. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ცოტაოდენი ზეთი გამოიყენოთ, რომ აპარატები არ დაზიანდეს.

თუ სმენის ტექნოლოგიების ტარებისგან ყურების ქავილი დაგეწყოთ, სცადეთ ისეთი საშუალება, როგორიცაა – Miracell. Miracell სითხეა, რომელიც უნდა წაუსვათ მილის ბალიშს ან ჩანართს, რომ შეამციროს ქავილის შეგრძნება. თქვენი სმენის სპეციალისტი გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ ის, რომ სმენის ტექნოლოგიები არ დააზიანოთ.

გქონდეთ რეალური მოლოდინი

რეალობა ისაა, რომ თქვენ გაქვთ რაღაც ყურებში, ასე რომ “ყურში რაღაცის ქონის” შეგრძნება ნორმალურია. ცოტაც და, ერთ ან ორ თვეში თქვენ ვეღარც იგრძნობთ მათ. თუ თქვენ რაიმე პრობლემას გადააწყდებით, მაშინვე აცნობეთ თქვენს სმენის სპეციალისტს. მათ შეუძლიათ მისი მოგვარება, დამატებითი რჩევების მოცემა და სხვა ალტერნატივის მოსინჯვა.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 22 აგვისტო, 2018

14 comments

  1. უცნობი's avatar

    ბათუმში არაა

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბათუმში ჯერჯერობით არ არის

      Like

  2. ვაჟა's avatar

    და რა ჯდება ერთი სმენის პარატი

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

  3. უცნობი's avatar

    Calian ugizianebs kurs apartebi bavshvs , damkavs kuris eqimtan magram verapers shvelian ramodenime dge gauvlis d iswv ise eckeba mainc. Da iqneb rame mirciot. Calian itanjeba bavshvi

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      სავარაუდოდ ყურს აპარატის ჩანართი უღიზიანებს. აუცილებლად უნდა მოხდეს ჩანართის მოდიფიკაცია ან ახალი უნდა ჩამოისხას. სმენის ცენტრში ხელმისაწვდომია ასევე რბილი სილიკონისგან დამზადებული ანტიალერგიული ჩანართები, რომელიც არ აღიზიანებს ყურს.

      Like

  4. უცნობი's avatar

    Chems shvils smena daqveitebuli amjamad aqvs apparati bernafoni 3 programiani diskomforts uqnis da rogor moviqce tu shegidzlia daxmareba. Mainteresebs ra jdeba apparatis morgeva

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: უფასო ვიზიტის ფარგლებში თქვენს შვილს დაუდგინდება სმენის ზუსტი დონე, რომლის მიხედვითაც სმენის ტექნოლოგიების სპეციალისტები სასინჯად მოარგებენ სმენის ტექნოლოგიებს. სმენის ტექნოლოგიები ფასიანია და ზოგადი ინფორმაცია ფასების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599997105

      Like

  5. უცნობი's avatar
    ანონიმური · · პასუხი

    გამარჯობათ ბათუმში არის თქვენი ოფისი

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ბათუმში ჯერჯერობით არ არის ჩვენი ოფისი

      Like

  6. ანი's avatar

    გამარჯობათ,;მაინტერესებს საერთოდ რომ არ ჩანს ეგეთი აპარატი თუ გაქვთ,ანუ სრულიად უხილავი აპარატი მინდა ან საზღვარგარეთ თუ არის?

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დიახ, გვაქვს უხილავი აპარატებიც, ინფორმაციისთვს დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 599997105

      Like

  7. ლიკა's avatar

    უხილავი სმენის აპარატების ფასი მაინტერესებს…

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 599997105

      Like

Leave a reply to სმენის ცენტრი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.