
იმ ადამიანის პოვნა, რომელსაც თქვენს ჯანმრთელობას ანდობთ, საკმაოდ რთულია. გამონაკლისი არც სმენის პრობლემის მოგვარებაა. სმენის ჯანმრთელობა თქვენი სრული ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საწინდარია. კარგი ექიმის, სტომატოლოგის ან ოფთალმოლოგის ყოლა მნიშვნელოვანია თქვენი სიმშვიდისა და ცხოვრების ხარისხისთვის. ასევეა საჭირო საიმედო სმენის სეციალისტი სმენის შესანარჩუნებლად და ცხოვრებისგან საუკეთესოს მისაღებად.
როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სპეციალისტი? ამისთვის რამოდენიმე გზა არსებობს.
ჰკითხეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
ხომ არ იცნობენ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელს. მეგობრები და ოჯახის წევრები მიმართულების მოსაცემად საუკეთსო არჩევანია. ჰკითხეთ მათ, ხომ არ იცნობენ სმენის ტექნოლოგიების მომხმარებელს და კმაყოფილები არიან თუ არა ისინი. ჰკითხეთ მათ, როგორია მათი სპეციალისტი და როგორ სერვისს უწევს მომხმარებლებს. ოჯახის წევრებისა და მეგობრების საშუალებით დაზოგავთ დროს და შეძლებთ საუკეთესო სპეციალისტის პოვნას.
წაიკითხეთ ონლაინ მიმოხილვები
შედით სმენის სპეციალისტების ვებსაიტებზე და ფეისბუქ გვერდებზე. ფოტოების დათვალიერება და პაციენტების რეკომენდაციების წაკითხვა ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდით და დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენად კარგია შესაბამისი ცენტრის სმენის სპეციალისტი.
ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს
თუ თქვენ გყავთ მკურნალი ექიმი, ის აუცილებლად გირჩევთ პროფესიონალ სმენის სპეციალისტს.
გვესტუმრეთ ჩვენ
სმენის ცენტრში უფასო ვიზიტის დროს, თქვენ შეგეძლებათ შეხვდეთ სმენის ცენტრის სპეციალისტებს და თავად შეარჩიოთ სმენის სპეციალისტი, თუ გაწეული მომსახურება დაგაკმაყოფილებთ. დარეკეთ და ჩაეწერეთ ვიზიტისთვის წინასწარ: 599 99 71 05. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან მიგიღონ თბილისში ან ქუთაისში.

სმენის სპეციალისტი მარტო სმენის ტექნოლოგიას არ მოგარგებთ
ვის ანდოთ სმენის დაქვეითების მოგვარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თქვენ გჭირდებათ გამოცდილი პიროვნება, რომელსაც შესაბამისი ტრეინინგი აქვს გავლილი, რათა საფუძვლიანად მიუდგეს თქვენი სმენის ყველა ასპექტს: ზუსტი სმენის დადგენა, სმენის ტექნოლოგიების მორგება და შემდეგი რეაბილიტაცია. დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შერჩეული სმენის სპეციალისტი თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ და იზრუნებს თქვენზე.
სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი Starkey Georgia სმენის ცენტრში: 599 99 71 05
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 39
წყარო: Starkey ბლოგი, 26 ივნისი, 2018
Chems shvilis akvs smenis problema gakvs sasmeni aparati romeli ver gamoikena atkiebs tavs
ქალბატონო ია, ხარისხიან და კარგად მორგებულ სმენის ტექნოლოგიას კომფორტი მოაქვს მოხმარებლისთვის. შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე 599 99 71 05 უფასო ვიზიტისთვის და მოსინჯოთ სმენის ტექნოლოგიები/აპარატები