სმენის ტექნოლოგიის/აპარატების ტარების 5 უპირატესობა

თუ თქვენ ყოყმანობთ სმენის ტექნოლოგიის მორგებაზე, თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირია, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ ამერიკელს აღენიშნება.

მაგრამ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, სმენის დაქვეითების პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულებს არ აქვთ. ჯონს ჰოპკინსის კვლევის თანახმად, 5 ამერიკელიდან 1-ს 12 წლიდან ზევით, სმენა იმ დონეზე აქვს დაქვეითებული, რომ კომუნიკაციაზე ახდენს გავლენას.

აუდიოლოგიის ამერიკული აკადემიის თანახმად, შეერთებულ შტატებში სმენის დაქვეითება მესამე ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გულის დაავადებისა და ართრიტის შემდეგ.  სმენის ჯანდაცვის ფონდის კვლევების თანახმად, სმენადაქვეითებულ ამერიკელთა რიცხვი ბევრად აღემატება პარკინსონით, ეპილეფსიით, ალცჰაიმერისა და დიაბეტით დაავადებულთა რიცხვს ერთად აღებულს. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, სმენადაქვეითებულთა მხოლოდ 20 პროცენტი ატარებს სმენის ტექნოლოგიებს.

სმენის ტექნოლოგიას ბევრი დადებითი შედეგი გააჩნია.  მათ შორისაა კომუნიკაციის გაუმჯობესება და მოსმენის დროს დაძაბულობის შემცირება. რაც ყველაზე მთავარია, კარგი სმენა გეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში. მათთვის, ვინც კვლავ ყოყმანობს, ქვემოთ მოცემულია სმენის ტექნოლოგიით დაქვეითების მოგვარების 5 უპირატესობა.

  • გაზრდილი ხელფასი

იცოდით თუ არა, რომ სმენის ტექნოლოგიების ტარებას შეუძლია თქვენი გამომუშავების უნარის გაზრდა. გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უყურადღებოდ დატოვებულ სმენას შეუძლია თქვენი ყოველწლიური შემოსავლის 30 000 დოლარით შემცირება. ამავე კვლევის მიხედვით სმენის ტექნოლოგიის მორგება მსუბუქი სმენის დაქვეითებისას შემოსავლის შემცირების რისკს 90 პროცენტით ამცირებს, საშუალო და მწვავე დაქვეითებისას კი დაახლოებით 77 პროცენტით.

  • შემეცნებითი უნარის შემცირების შეჩერება

რამოდენიმე კვლევამ აღნიშნა, რომ უყურადღებოდ დატოვებული სმენა დემენციისა და შემეცნებითი უნარის შემცირების რისკს ზრდის. შემცირება უფრო ძლიერია იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან სმენის ტექნოლოგიის მომხმარებლები. პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ დაქვეითებულ სმენას ტვინის აუდიტორულ ნაწილში შეუძლია ატროფიის დაჩქარება, რითაც მეტყველების გარჩევადობა უფრო რთულდება.

საბედნიეროდ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სმენის ტექნოლოგია სმენის გაუმჯობესებასთან ერთად ამცირებს ატროფიას. ახალი კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ სმენის ტექნოლოგიის მორგებას შეუძლია შეამციროს სმენის დაქვეითებით გამოწვეული შემეცნებითი უნარის შეზღუდვა.

  • ტინიტუსის (ყურებში ხმაურის) შემცირება

50 მილიონზე მეტ ამერიკელს გამოუცდია ტინიტუსი, შიშინი ან წკაპუნი ყურებში. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ტინიტუსი ჩვეულებრივ თან ახლავს სმენის დაქვეითებას. სწორად მორგებულ სმენის ტექნოლოგიას შეუძლია შეამციროს ტინიტუსი ბევრი სმენადაქვეითებულისთვის.

სტარკის ყველა ახალი სმენის ტექნოლოგია, მათ შორის Halo და Muse, შეიცავს სპეციალურად შემუშავებულ ტექნოლოგიას ტინიტუსის შესამცირებლად. სმენის ტექნოლოგიის მორგება არა მხოლოდ აუმჯობესებს სმენას, არამედ ამცირებს ტინიტუსით გამოწვეულ სტრესსა და გაღიზიანებას.

  • სმენის ტექნოლოგიის მომხმარებლები კმაყოფილები არიან

გაუმჯობესებული სმენის არაკომერციული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, 91 პროცენტზე მეტი, ვინც გასულ წელს შეიძინა სმენის ტექნოლოგია კმაყოფილია შენაძენით. ამჟამინდელ მომხმარებელთა 90 პროცენტი რეკომენდაციას უწევს სმენის ტექნოლოგიებს თავის სმენადაქვაითებულ მეგობრებთან.

  • გაუმჯობესებული ცხოვრება

საბოლოოდ, გაუმჯობესებული სმენის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სმენის ტექნოლოგიებს ატარებენ, უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ ცხოვრებიდან, ვიდრე ისინი ვინც უყურადღებოდ დატოვა სმენა. მათ შეადგინეს სია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად კარგი შეიძლება იყოს გაუმჯობესებული სმენა: “5 შთამაგონებელი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოირგო სმენის ტექნოლოგიები“.

მზად ხართ, გაიგოთ მეტი სმენის ტექნოლოგიების შესახებ? ესტუმრეთ ჩვენს გვერდს რათა გაეცნოთ ჩვენს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქციას.

შეგაწუხათ ყურებში ხმაურმა? ყველა ჩვენი პროდუქცია  ტინიტუსის ტექნოლოგიის ფუნქციით უზრუნველყოფს ტინიტუსის სიმპტომის შემსუბუქებას!

გაქვთ iPhone ან ანდროიდის ტელეფონი და გსურთ აკონტროლოთ სმენის ტექნოლოგია თქვენი სმარტფონის ან ჭკვიანი საათის მეშვეობით? მაშინ გვესტუმრეთ სმენის ცენტრში და მოსინჯეთ სმარტფონთან თავსებადი ტექნოლოგიები!

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 17 იანვარი, 2018

2 comments

  1. უცნობი's avatar

    ცალ ყურში არ მაქვს სმენა ბავშვობიდან მაქვს წუილი ხმაური მოდის ყურიდნ თუ რამე შედეგი მექნება რომ მოგაკითხოდ

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      აუცილებლად უნდა მობრძანდეთ სმენის ცენტრში და სპეციალისტები მოგაწვდიან შესაბამის რეკომენდაციებს. ვიზიტისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.