მოსმენაში ვარჯიში გეხმარებათ, უკეთ გაიგონოთ თქვენი სმენის ტექნოლოგიებით.

სათვალეებისგან განსხვავებით, ადამიანები სმენის დაქვეითებისთანავე არ ირგებენ სმენის ტექნოლოგიებს. ამის მიზეზი ისაა, რომ სმენა წლების განმავლობაში უარესდება, რადგანაც დროულად ვერ გამოვლინდა დაქვეითება. დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ეუბნებით თქვენს თავს „ მე კარგად ვარ“ და შეიძლება სულაც არ იყოს ასე: ტელევიზორს ოდნავ უმატებთ ხმას, თხოვთ ადმიანებს, გაგიმეოროთ ნათქვამი, ხმაურიან ადგილებში სიარულს წყვეტთ, რადგანაც გარკვეული პრობლემები გექმნებათ მოსმენაში.

შესაძლოა წლები გავიდეს, სანამ თქვენ სმენის ტექნოლოგიების მორგებას გადაწყვეტთ. როდესაც მას მოირგებთ, თქვენ მოისმენთ განსხვავებულ ხმებს, მოისმენთ ისეთ ბგერებს, რომელიც აქამდე არ გაგიგიათ. ზოგჯერ, სანამ სმენის ტექნოლოგიას მიეჩვევით, თქვენ მაინც გიჭირთ ნათქვამის გარჩევა. სმენის ტექნოლოგიებს ამის მოგვარება არ შუძლია?

დროა გადავამზადოთ ჩვენი (სმენა) ტვინი

აი რატომ ხდება ეს: ის წლები, როდესაც თქვენ ნელ-ნელა კარგავდით სმენას, თქვენი ტვინი ვერ ახერხებდა საკმარისი ინფორმაციის მიღებას. შესაძლოა დროთა განმავლობაში თქვენმა ტვინმა ისწავლა ფოკუსირება იმ ხმებზე, რომელთა მოსმენაც შეეძლო, ეხლა კი სავარაუდოდ ტვინში მოხდა ფუნქციების გადანაწილება. სმენის ტექნოლოგიის მორგების შემდეგ, როდესაც დავიწყებული ბგერები კვლავ სმენადი ხდება, ტვინს დრო სჭირდება გადასამზადებლად, სწორად რომ გამოიყენოს „ახალი“ ბგერები.

ამ მიზეზით, სმენის სპეციალისტების უმეტესობა ახალ მომხმარებლებს ურჩევენ არა მხოლოდ საჭიროებისას, არამედ მუდმივად ატარონ სმენის ტექნოლოგიები. როგორც ფიზიკური ტრავმის შემდეგ არის საჭირო ვარჯიში უნარიანობის აღსადგენად, ასევე სმენის ტენოლოგიის მომხმარებლებს სჭირდებათ ვარჯიში სმენის გასაუმჯობესებლად. ეს „ტვინის გადამზადების“ პროცესი უმალვე არ ხდება და სმენის სავარჯიშოებით მიხმარება სჭირდება.

სმენის სპეციალისტს შეუძლია გირჩიოთ სწორი აქტივობები/ვარჯიშები

სმენის აქტივობების ბევრი ფორმა არსებობს. ის შესაძლოა იყოს ისეთი მარტივი, როგორიცაა წიგნის ხმამაღლა კითხვა ან აუდიოწიგნის მოსმენა. ასევე ხელმისაწვდომია კომპიუტერული თამაშები და აპლიკაციები.

ერთი ასეთი მოწყობილობა არის Starkey’s Hear Coach. ის შედგება სამი სათამაშო მოდულისგან, რომელიც გეხმარებათ ხმაურში კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებაში. ყოველი მოდული თანდათან ზრდის დონეების სირთულეს, რომელსაც თქვენ გახსნით. ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი პროგრესი და დროდადრო ნახოთ თქვენი შედეგი.

ამ აქტივობების უმეტესობა ადვილად შეიძლება შესრულდეს თავისუფალ დროს სახლში.

გაიუმჯობესეთ სმენა და ცხოვრება სწრაფად

რატომ არის გასათვალისწინებელი ვარჯიში მოსმენაში? ტვინის „სავარჯიშოები“ გეხმარებათ, მიიღოთ მაქსიმალური თქვენი სმენის ტექნოლოგიისგან, თან სწრაფად. მალე აღმოაჩენთ თქვენს თავს თავდაჯერებულად ჩართულს: სამუშაო ფუნქციებში, სოციალურ აქტივობებში და ოჯახის წევრებთან მშვიდ საუბრებში.

სმენის ტექნოლოგიებს სმენის აქტივობების სხვადასხვა რესურსი აქვს ყველა ასაკისათვის. იმის გასარკვევად, თუ რომელი მათგანია თქვენთვის უკეთსი, მიმართეთ სმენის სპეციალისტს, რომ შესაბამისი სმენის ტექნოლოგიები შეგირჩიოთ. თქვენ გაოცდებით იმით, თუ რა კარგად შეძლებთ მოსმენას ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ!

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2018 წელი, 10 ივლისი

4 comments

  1. უცნობი's avatar

    მაქვს მარცხენა ყურში საშინელი ხმაური ხშირად ღამ ღამობით რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი ამავე დროს მაქვს სმენასთან პრობლემები, რას მირჩევდით.რ

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      აუცილებლად უნდა მოსინჯოთ სმენის ტექნოლოგიები/აპარატები, რომელმაც სმენის გაუმჯობესებასთან ერთად შესაძლოა ხმაურიც გაგიქროთ ან შეგიმციროთ

      Like

  2. უცნობი's avatar

    შეიძლება მარტო გამოკვლევის ჩატარება როგორც ვიცი უფასოა ისე რომ აპარატი არ შევიძინო

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      დიახ, თქვენ არ გაქვთ ყიდვის ვალდებულება

      Like

Leave a reply to კუკური კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.