ახლახანს მოირგეთ თქვენი პირველი სმენის ტექნოლოგიები? რა არის შემდეგი ნაბიჯები?

გილოცავთ სმენის ტექნოლოგიის პირელ კომპლექტს! წინ ბგერების ახალი, მშვენიერი სამყარო გელოდებათ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ გარკვეული რეაბილიტაციის პერიოდის გავლა. ცოტაოდენი მონდომება თქვენი მხრიდან და დადებითი ემოციები დიდხანს გაგყვებათ.

სმენის ტექნოლოგიებით წარმატების მიღწევა უმეტესად მომხმარებლის მოტივაციაზეა დამოკიდებული. ისწავლეთ მისი მოვლა, რათა კომფორტულად იყოთ და ატაროთ ისინი ყოველდღიურად. სმენის ტექნოლოგიის ტარებასთან დაკავშირებით ახალი ჩვევის შეძენას გარკვეული დრო სჭირდება. გამოიჩინეთ მოთმინება და მალე მიეჩვევით იმას, თუ როგორ გესმით და შეიგრძნობთ თქვენი სმენის ტექნოლოგიებიდან მიღებულ ხმებს.

სმენაში მხოლოდ ყური არ არის ჩართული

ჩვენი ტვინი აანალიზებს იმ ბგერებს, რომლებსაც ისმენს. სმენის ტექნოლოგიების მორგებამდე თქვენ არ გესმოდათ კარგად. ალბათ კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ნორმალურ დონეზე გესმოდათ. როდესაც სმენის ტექნოლოგია აუმჯობესებს თქვენს სმენას, თავიდან შესაძლოა ბგერები არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, რადგანაც თქვენ გადაჩვეული ხართ მათ მოსმენას. გამოიჩინეთ მოთმინება და თქვენ ისწავლით ბგერების სათანადოდ აღქმას. თქვენს ტვინს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს იმ მეტყველების ნაწილების თავიდან გასაცნობად, რომელიც აქამდე არ გესმოდათ.

პრაქტიკას სრულყოფილებამდე მივყავართ

ესაუბრეთ თქენს სმენის სპეციალისტს სმენის გასაუმჯობესებელ აქტივობებსა და სავარჯიშოებზე. ბევრი გთავაზობთ მხიარულ, ინტერაქტიულ ონლაინ თამაშებს, რომლებიც კლინიკურად არის შედგენილი, რათა დააჩქარონ შეგუების პროცესი და მეტი კომფორტი მიგაღებინოთ თქვენი ახალი სმენის ტექნოლოგიისგან. ცოტაოდენი პრაქტიკით და დამატებითი ვარჯიშებით თქვენ შეძლებთ სმენითი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ხმაურში მეტყველების გარჩევას.

თუ პირველ სმენის ტექნოლოგიებზე მიჩვევას ცოტაზე მეტი დრო დასჭირდა, იყავით მომთმენნი საკუთარი თავის მიმართ და გქონდეთ რეალისტური მოლოდინი. მალე თქვენი ახალი სმენის ტექნოლოგიები მოსმენას უფრო ადვილს და სასიამოვნოს გახდის. მალე დააფასებთ ყველა იმ უპირატესობას, რომლითაც სმენის ტექნოლოგიების მომხმარებლები სარგებლობენ.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59

ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2017 წელი, 13 დეკემბერი

2 comments

  1. უცნობი's avatar

    ვაკირებ მოსვლას მაგრამ მოქალაქე არ ვარ რა სამი ჯდება შემოწმება მაინტერესებს

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      გამარჯობა ქეთი, აქციის ფარგლებში ვიზიტი ყველასთვის უფასოა

      Like

Leave a reply to ქეტი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.