მესმის, მაგრამ ვერ ვარჩევ ბგერებს

პირველი ცვლილება, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანები ამჩნევენ არის ის, რომ მათ მშვენივრად ესმით ადამიანების, მაგრამ ვერ არჩევენ მათ ნათქვამს.

მსგავსი პროლემები ისეთ ადამიანებს აღენიშნებათ, რომლებსაც მაღალი სიხშირის სმენის დაქვეითება აქვთ.

რატომ ხდება ასე და რატომ აქვთ მსგავსი პრობლემები სმენადაქვეითებულთა უმეტესობას?

სმენის დაქვეითება არა მხოლოდ ჩვენს ყურებს, ჩვენს ტვინსაც მოიცავს, სადაც ხდება ხმოვანი სიგნალების თავმოყრა და მათთვის მნიშვნელობის მინიჭება. სმენის დაქვეითება შეიძლება სხვადასხვა სიხშირეზე სხვადასხვა დონით იყოს წარმოდგენილი. შიდა ყურის დაზიანებით გამოწვეული დაქვეითება მეტწილად მაღალ სიხშირეებზე გამოიხატება.

ჩვეულებრივ სმენას 250-დან 8000 ჰერცამდე ვზომავთ. მაღალ სიხშირეებზე სმენადაქვეითების მქონე ინდივიდებს არ აქვთ დაქვეითება 1000 ჰერცამდე (დაბალი ტონალობის სიხშირეებზე), მაგრამ ნორმიდან გადახრა აქვთ 1000-დან 8000 ჰერცამდე (მაღალი ტონალობის სიხშირეებზე). მაღალი სიხშირის სმენის დაქვეითება სმენის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. აქ არის მოცემული ამ ფორმის აუდიოგრამა.

განსხვავებული სამეტყველო ბგერები განსხვავებულ სიხშირეებს წარმოქმნიან 

ადამიანთა სამეტყველო სიგნალების შესწავლისას ვხედავთ, რომ არსებობს დაბალი ტონალობის ბგერები ანუ ხმოვნები (ა, ე, ი ო, უ) და მაღალი ტონალობის ბგერები ანუ თანხმოვნები ( ს, ფ, ზ, შ, ჩ, კ, პ, ჰ).  ხმოვნების დაბალი ტონალობის სიხშირეზე მოსმენის უნარი, საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ ნათქვამი, მაგრამ მაღალი ტონალობის ან თანხმოვნების გამოტოვება ხელს უშლის მთლიანი სიტყვის გაგებას. (ამიტომაც ჩვენ გვესმის, მაგრამ ვერ ვარჩევთ.)

მაღალი ტონალობის სიხშირეზე, სადაც თანხმოვნები გვხვდება, ხდება განსხვავებული სიტყვების დისკრიმინაცია. მაღალი სიხშირის დაქვეითების დროს, ჩვენ ვკარგავთ თანხმოვნების მკაფიოდ მოსმენის უნარს, რაც ხელს გვიშლის განვასხვავოთ მიმსგავსებული სიტყვები ერთმანეთისგან.

ძირითადი ბგერები არ ისმის მკაფიოდ

წარმოიდგინეთ წიგნი, რომელშიც მაღალი სიხშირის თანხმოვნები წაშლილია. შენ შეძლებ წიგნის ნაწილის წაკითხვას, მაგრამ ვერ შეძლებ მთავარი აზრის გაგებას. ზუსტად ასე ხდება მაღალი სიხშირის სმენის დაქვეითებისას, თქვენ მხოლოდ ნაწილის გაგება შეგიძლიათ მოსმენილიდან, რადგანაც მთავარ ბგერებს ან ასოებს ტოვებთ.

საბედნიეროდ მაღალი სიხშირის სმენის დაქვეითება შეიძლება მარტივად მოგვარდეს სწორი დიაგნოსტიკითა და აპარატის მორგებით. გარდა ამისა ახალ სმენის ტექნოლოგიებს შეუძლიათ საუბრის ტექსტად გარდაქმნა, რაც დაგეხმარებათ აღარ გამოტოვოთ სიტყვები და ფრაზები.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

წყარო: Starkey ბლოგი, 2019 წლის 26 თებერვალი

6 comments

  1. ნორა აბულაძე's avatar
    ნორა აბულაძე · · პასუხი

    ვარ -63 წლის მაქვს ყურში,ხან შუილი,წუილი შრიალი,ხან როგორ ,ხან როგორ.განსაკოთრებიტ აუტანელი ხდება დილიტ,სიწყნარეში.სმენაც დამიქვეიტდა.რაც განსაკუტრებით დიდ დისკონფორტს მიქმნის სკოლაში. ასე მგონია ყველაფერი დასრულდა.

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრი და მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია სპეციალისტებისგან. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05

      Like

    2. უცნობი's avatar

      გამარჯობათ,ბათუმში არ არის ასეთი ცენტრი, რომ ვისარგებლოამ შანსით

      Like

      1. სმენის ცენტრი's avatar

        ბათუმში ჯერჯერობით არ არის, შეგიძლიათ თბილისში ან ქუთაისში გვესტუმროთ

        Like

  2. უცნობი's avatar

    узомод гамихарда тквени информациа маквс гадатанили ори уртулеси операциа диагнозит тавис твинщи сисхлис мимокцевис мцваве мощла рис гамоц давкарге смена амжамад 20цели срулдеба сичумещи бгерис самкарощи цховреба мартлац бедниеребаа маинтересебс сменис апарати ромелиц бгерас меканикур талгебад гардакмнис да адамианс есмис самкаро дедис мобилурис номериа 593 59 91 76 лали

    Like

  3. უცნობი's avatar

    სასიამოვნო ფაქტია!

    Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.