
ამერიკული ბრენდის მიერ წარმოდგენილი Livio სმენის ტექნოლოგია სრულიად ცვლის ადამიანთა წარმოდგენას სმენის ტექნოლოგიებისა და მათი მოხმარების შესახებ. რატომ? რადგანაც ლივიო პირველი მრავალფუნქციური სმენის ტექნოლოგიაა, რომელიც არა მხოლოდ გაწვდით უკეთეს სმენას, არამედ აკონტროლებს თქვენი ტვინისა და სხეულის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ის საშუალებას გაძლევთ მოუსმინოთ მუსიკას და უპასუხოთ ზარებს პირდაპირ სმენის ტექნოლოგიით, ასევე გადათარგმოთ თქვენს მიერ მოსმენილი ენები.
შესაძლებელია 27 ენის თარგმნა.
Livio სმენის ტექნოლოგიებში ჩამონტაჟებული თარჯიმანი მოწყობილობის დახმარებით თქვენ ადვილად შეგიძლიათ ეკონტაქტოთ უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებს.
როგორ მუშაობს?
აირჩიეთ თქვენი და მეორე მოსაუბრის ენა, რათა შეძლოთ საუბარში ჩართვა. უცხოელთან საუბრის დროს, თარჯიმანი აპლიკაციის დახმარებით, თქვენს მიერ ნათქვამი უკვე ნათარგმნი სახით აისახება თქვენი iPhone-ის ეკრანზე. აჩვენეთ მას ეკრანი და ის შეძლებს თქვენი ნათქვამის წაკითხვას. როდესაც უცხოელი საუბრობს, აპლიკაცია მის ნათქვამს გადათარგმნის და თქვენს ენაზე აგისახავთ ეკრანზე, პარალელურად ამ ნათარგმნ ტექსტს მოისმენთ სმენის ტექნოლოგიებშიც.
Starkey Hearing Technologies ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანებს საყვარელ ადამიანებთან და მათ გარშემო სამყაროსთან მარტივად კონტაქტის დამყარებაში.
რომ მოსინჯოთ Livio ხელოვნური ინტელექტი, შეგიძლიათ ჩაეწეროთ Starkey Hearing Technologies ექსპერტთან უფასო ვიზიტზე, რომელიც სპეციალურად ამერიკიდან თბილისში გვესტუმრება სმენის ცენტრში 26-17 სექტემბერს ც. დადიანის ქ. 307-ში შემდეგ ნომრებზე: 599 99 71 05; 598 25 81 56.
იხილეთ 27 ენის ჩამონათვალი, სამწუხაროდ ქართული ენა არ არის ამ სიაში: არაბული, ჩინური, ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, ინდური, უნგრული, ინდონეზიური, იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, რუმინული, რუსული, სლოვაკური, ესპანური, შვედური, ტაილანდური და თურქული.
თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი