ყველაზე ხშირად დასმული 7 შეკითხვა ტინიტუსის შესახებ.

როგორ გავიგო, რომ ტინიტუსი მაქვს?

ტინიტუსი არის ყურში ზარის რეკვის, ბზუილის, სისინის შეგრძნება. ტინიტუსის სიმპტომები ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, ზოგიერთ მათგანს ის მხოლოდ წყნარ ოთახში ყოფნისას ესმის, ზოგიერთს კი შეიძლება უწყვეტლივ ესმოდეს კონკრეტული ხმა. მთავარია, დავიმახსოვროთ, რომ ტინიტუსი სიმპტომია და არა დიაგნოზი. მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა სპეციალისტის მიერ.

შეუძლია თუ არა მედიკამენტს ტინიტუსის გამოწვევა?

დიახ, ტინიტუსი მედიკამენტების პოტენციური გვერდითი მოვლენაა, როგორებიცაა: ასპირინი, შარდმდენები, ანტიდეპრესანტები, ქიმიოთერაპიული ტაბლეტები და გარკვეული ანტიბიოტიკები.

ტინიტუსი მაქვს, როგორ მოვიქცე?

სამწუხაროდ ტინიტუსის გაკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ის ადვილად ასატანი გავხადოთ, სმენის სპეციალისტისა და ხმოვანი თერაპიის დახმარებით, რაც ბევრი ადამიანისთვის შვებას წარმოადგენს. ტინიტუსისადმი მიდგომა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია, რადგან ყველას განსხვავებული სიმპტომი აქვს. დასაწყისისთვის აუცილებელია მიმართოთ სმენის სპეციალისტს.

თუ ტინიტუსი მაქვს, სმენაც მექნება დაქვეითებული?

უმეტეს შემთხვევაში, ტინიტუსი წარმოადგენს სმენის დაქვეითების სიმპტომს ან გვერდით მოვლენას, თუმცა შესაძლებელია ტინიტუსი სმენის დაქვეითების გარეშეც გქონდეთ. ტინიტუსი შესაძლოა აუდიტორული სისტემის დაზიანების პირველი ნიშანი იყოს.

შესაძლებელია თუ არა ტინიტუსის გამძაფრება?

ტინიტუსი შესაძლოა გაამძაფროს დიდი რაოდენობით კოფეინმა, მარილმა, სტრესმა, მაღალი ხმის ზემოქმედებამ ან ზოგიერთმა მედიკამენტმა.

ტინიტუსის დროს სმენის ტექნოლოგია ერთადერთი გამოსავალია?

სმენის ტექნოლოგია ტინიტუსის მკურნალობის ერთადერთი საშუალება არ არის, სხვა გზებიც არსებობს, მაგალითად, ტინიტუსის რეტრეინინგის თერაპია ან თუნდაც დიეტის შეცვლა. ერთი, რაც არ უნდა სცადოთ, არის მედიკამენტები, რომლებსაც ხშირად უკეთებენ რეკლამას. არ არსებობს რამე მტკიცებულება ამ მედიკამენტების ეფექტურობასთან დაკავშირებით.

სმენის ტექნოლოგიების მოხსნისას ტინიტუსი ისევ დამიბრუნდება?

ზოგ ადამიანს ტინიტუსი კვლავ უბრუნდება სმენის ტექნოლოგიების მოხსნის შემდეგ, ზოგ ადამიანს კი საგრძნობლად უმცირდება ის ხმები, რომლებიც ტექნოლოგიების მორგებამდე ესმოდა. შედეგი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია.

შეკითხვებს უპასუხა Starkey-ის აუდიოლოგმა და ჯანმრთელობის უფროსმა ოფიცერმა, Dr. Archelle Georgiou-მ.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

5 comments

  1. უცნობი's avatar

    განუწყვეტლივ მესმის თავში ზუზუნის ხმა

    Like

  2. უცნობი's avatar
    გურამი.კახნიაშვილი. · · პასუხი

    გურამიკახნი

    Like

  3. უცნობი's avatar

    განუწყბეტლივ მესმის ზუზუნის ხმა

    Like

  4. te's avatar

    მიპასუხეთ რაა :((( მესმის ხმა თავში განსაკუტრებით საგამოს,,ყელყურის ექიმა ყურ\
    ში არაფერიაო და რავქნა ვის მივმართო ???

    Like

  5. მარიამი's avatar

    გამარჯობათ კორონა რაც გადავიტანე იმის მერე ხშირად როცა მძინავს მაღვიძებს ყურის წუილი ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება და ვეღარ ვიძინებ ხოლმე მირჩიეთ როგორ მოვიქცე და მიმასწავლოთ ვინც არის ამის კარგი ექიმი მადლობა

    Like

Leave a reply to ალექსი კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.