როგორ მივხვდე, რომ სმენა დამიქვეითდა?

სმენის დაქვეითება უხილავი პროცესია, რომელიც თანდათან ვითარდება. მისი დანახვა შეუძლებელია. ჩვეულებრივ სმენა წლების განმავლობაში ნელ-ნელა ქვეითდება, ამიტომაც რთულია მისი შემჩნევა. სმენის დაქვეითების საწყისი სიმპტომები შესაძლოა ყველა ადამიანს განსხვავებული ჰქონდეს, თუმცა არსებობს საერთო ნიშნები, რომლებიც სმენის დაქვეითებაზე მიგვანიშნებს.

  • ითხოვთ, გაგიმეორონ
  • ცდილობთ, თავი აარიდოთ ხმაურიან სოციალურ სიტუაციებს
  • გიჭირთ ბავშვისა და ქალის საუბრის გარჩევა.
  • ოჯახის წევრები ჩივიან, რომ კარგად არ გესმით.
  • გგონიათ, რომ ადამიანების უმეტესობა ლუღლუღებს ან კარგად ვერ მეტყველებს.
  • ხმაური ყურებში.
  • გიჭირთ მოსმენა ხმაურიან გარემოში
  • მობილურ ტელეფონზე საუბრის პრობლემა.
  • ტელევიზორის ხმას უწევთ.
  • საუბრის გარჩევის პრობლემა, როდესაც მოსაუბრეს პირზე არ უყურებთ.

სმენის დაქვეითების მიზეზი, ისევე როგორც მისი სიმპტომები და შედეგი, შეიძლება განსხვავდებოდეს და დროთა განმავლობაში დაგროვდეს. თუკი ამ ჩამოთვლილ სიმპტომებს თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი ამჩნევთ, რეკომენდირებულია დროულად მიმართოთ სმენის სპეციალისტს.

სმენის დაქვეითებას ამჩნევთ? შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვიზიტით სმენის ცენტრში და დარეკოთ წინასწარ: 599 99 71 05

თბილისი, ც. დადიანის 307
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54

2 comments

  1. უცნობი's avatar
    ნანული ბასიაშვილი · · პასუხი

    მოგესალმებით. სმენის ცენტრში ვიყავი უკვე ექვსი თვეა და სმენის აპარატი არ მომსვლია შეტყობინება მომი იდა რომ ვიყავი დარეგისრირებული ჩვენი ელფოსტა არის ბათუმში ალბათ უშედეგოთ ველოდები

    Like

    1. სმენის ცენტრი's avatar

      ქალბატონო ნანული, ჩვენთან აპარატზე რეგისტრაცია არ ხდება. მომხმარებლები ყიდულობენ აპარატებს ჩვენს ცენტრში

      Like

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.