დიახ, ყურის გოგირდს შეუძლია სმენის დახშობა, მაგრამ ეს არც ისე ხშირად ხდება. სინამდვილეში, ძალიან ცოტა პაციანტი მიმართავს სმენის სპეციალისტს მოჭარბებული გოგირდით გამოწვეული სმენის დაქვეითების გამო.
როგორც ჩანს, პაციენტი დროთა განმავლობაში ნელნელა კარგავს სმენას და სმენის დაქვეითება საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტს სხვებთან კომუნიკაციის პრობლემა შეექმნეს. კომუნიკაციის პრობლემის წარმოქმნისას ადამიანი იწყებს დახმარების ძებნას.
თქვენ ალბათ იკითხავთ გოგირდის საცობის გამომწვევ მიზეზებს. ყველაფერს, რაც ზემოქმედებს ყურის გოგირდის ნორმალურ წარმოქმნაზე, შეუძლია საცობის გამოწვევა. მაგალითად, წვრილი ან უჩვეულო ყურის არხი, სმენის ტექნოლოგიების გამოყენება, ყურის ჩხირების არასწორი გამოყენება ან ნემსის, თმის სამაგრებისა და სხვა საგნების გამოყენება ყურების გასაწმენდად. არაფერი შეირჭოთ ყურში მის გასაწმენდად!
მთლიანი გოგირდის საცობის წარმოქმნა იშვიათია
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ხმოვან ტალღებს მხოლოდ ვიწრო გასასვლელი სჭირდებათ, რომ გაიარონ ყურის არხი და მიაღწიონ დაფის აპკამდე. თუ ყურის არხი ბოლომდე ამოვსებული არ არის გოგირდით, სმენის დაქვეითება შესამჩნევი არ უნდა იყოს. თუ გოგირდის საცობი ისეთი მკვრივია, რომ სმენის დაქვეითებას იწვევს, აუცილებლად იქნება შესამჩნევი სხვა სიმპტომები და ნიშნები, როგორიცაა – თავბრუსხვევა, დაგუბება, (შეგრძნება რომ ყური დახურულია), ქავილი, ტკივილი ან ხმაური ყურებში. ძალიან იშვიათია, როცა გოგირდის საცობთან ერთად დამატებითი სიმპტომები არ ვლინდება.

ჭარბი გოგირდის მოშორება შესაძლებელია
კარგი ამბავი არის ის, რომ საცობით გამოწვეული სმენის დაქვეითება მარტივი მოსაგვარებელია. თუკი თქვენი სმენის დაქვეითება გოგირდის მოშორებით მოგვარდება, ეს მშვენიერია! თუ არა, მაშინ გვეწვიეთ სმენის ცენტრში, რომ დაადგინოთ თქვენი სმენის დონე.
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 59
ქუთაისი, ლ. ასათიანის ქ. 54
წყარო: Starkey ბლოგი, 5 ივნისი, 2018
ფასები ხელმისაწვდომია ყველასათვის?
LikeLike
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სმენის ცენტრის ცხელ ხაზზე: 599 99 71 05 ან სმენის ცენტრებში
LikeLike
აუდიოგრამაზე აისახება თუ არა გოგირდით გამოწვეული სმენის ნაკლებობა, ეს მაინტერესებს ძალიან
LikeLike
აუდიოგრამაზე გამოისახება, თუ როგორ ესმის ადამიანს. ჯობია, სპეციალისტმა ჯერ ჩაგხედოთ ყურში და მერე მოხდეს სმენის შემოწმება
LikeLike
კარგი იქნება ბათუმში რომ გახსნათ ასეთი ცენტრი,ყრუების მეტი რაა
LikeLike